ავტომობილის ევაკუაცია

ევაკუაცია ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ევაკუატორით სარგებლობის დასაშვები რაოდენობა და ჯამური კილომეტრაჟი განისაზღვრება ბარათის ტიპით.

„Black“ ბარათის მფლობელებს ევაკუაციისას უზრუნველვყოფთ სათადარიგო ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე.

ტექნიკური დახმარება

ავტომობილების უფასო ტექნიკური დახმარება გზებზე მთელი საქართველოს მასშტაბით.  კლუბი გთავაზობთ შემდეგი სახის ტექნიკურ მომსახურებებს.

სერვისების ნახვა
  • ავტომობილის დაქოქვა;
  • საბურავის დაბერვა;
  • საბურავის შეკეთება თოკით;
  • საბურავის შეკეთება ქაფით;
  • საბურავის გამოცვლა;
  • მცველების შეცვლა;
  • ჩაკეტილი მანქანის გაღება;
  • საწვავის  ადგილზე მიტანა;
  • საწვავის მილის შეკეთება მანჟეტით;
  • დიზელის ძრავიანი მანქანების  სპრეით დაქოქვა;
  • მიყინული კარის და კარის საკეტის სპეც. სითხით დამუშავება და გაღება;
  • რადიატორის მილის შეკეთება მანჟეტით;
  • რადიატორის შეკეთება თხევადი პლასტმასით ან თხევადი მეტალით;
  • რადიატორის ჟონვის შეჩერება სითხით;
  • ელექტრო კონტაქტების გაწმენდა სპრეით;
  • მაღალი ძაბვის გაყვანილობის დროებითი შეკეთება;

24 საათიანი „კონსიერჟი"

ქოლ-ცენტრის მომსახურებას ემატება კონსიერჟის სერვისი, რაც გულისხმობს კლუბის წევრისთვის  უფრო ფართო სპექტრით ინფორმაციის მიწოდებას. კლუბის წევრის მოთხოვნიდან მაქსიმუმ 20 წუთში კონსიერჟი უზრუნველყოფს მას ყველა საჭირო ინფორმაციით.

მძღოლის სერვისები

მძღოლის სერვისი მოიცავს: ავტომობილის წაყვანას გასარეცხად, ტექ დათვალიერებაზე, ზეთის გამოსაცვლელად ან ავტოსერვისში. გამოძახებისას მოდის კომპანიის მძღოლი, იბარებს  კლუბის წევრის ავტომობილს მიღება-ჩაბარების აქტით, მიჰყავს შესაბამის სერვისზე და  ავტომობილი პროცესის დასრულებისთანავე  ასევე მიღება-ჩაბარების აქტით ბარდება კლუბის წევრს. მძღოლის სერვისის რაოდენობა განისაზღვრება ბარათზე არსებული ევაკუაციისა და ტექ. დახმარების საერთო რაოდენობით.

24 საათიანი ასისტენტის მომსახურება

ქოლ-ცენტრის და კონსიერჟის მომსახურებას ემატება ასისტენტის სერვისი. მოცემული პაკეტის მფლობელებისთვის ინფრომაციის მიწოდების გარდა, ქოლ-ცენტრის ოპერატორებს შეუძლიათ, დაგიჯავშნონ მომსახურება, ბილეთები, მაგიდა რესტორანში  და ა.შ.

24 საათიანი ქოლ-ცენტრის მომსახურება

24 საათის განმავლობაში ჩვენი ქოლ-ცენტრის ოპერატორები  გასცემენ ინფორმაციას პარტნიორ კომპანიებში არსებული ფასდაკლებებისა და ჩვენი კლუბის  შესახებ. ქოლ- ცენტრი ასევე ეხმარება კლუბის წევრებს ავტომობილთან დაკავშირებული ინცინდენტების აღმოფხვრაში.