კლუბის წევრობა

Classic

  • ქოლ-ცენტრის მომსახურება
  • იურისტის მომსახურება
  • აკუმულატორის დამუხტვა
  • საბურავის გამოცვლა
  • სხვა ტექ. მომსახურება
  • 50კმ-მდე უფასო ევაკუაცია (თბილისში ულიმიტო)
  • მძღოლის მომსახურება
  • 12 თეთრი ფასდაკლება 1 ლიტრ საწვავზე
  • ფასდაკლების კლასიკური პაკეტი

Silver

  • ქოლ-ცენტრის მომსახურება
  • იურისტის მომსახურება
  • კონსიერჟის მომსახურება
  • აკუმულატორის დამუხტვა
  • საბურავის გამოცვლა
  • სხვა ტექ. მომსახურება
  • 100 კმ-მდე უფასო ევაკუაცია (თბილისში ულიმიტო)
  • მძღოლის მომსახურება
  • 15 თეთრი ფასდაკლება 1 ლიტრ საწვავზე
  • ფასდაკლების პრემიუმ პაკეტი

Black

  • ქოლ-ცენტრის მომსახურება
  • იურისტის მომსახურება
  • კონსიერჟის მომსახურება
  • ასისტენტის მომსახურება
  • აკუმულატორის დამუხტვა
  • საბურავის გამოცვლა
  • სხვა ტექ. მომსახურება
  • 150 კმ-მდე უფასო ევაკუაცია (თბილისში ულიმიტო)
  • მძღოლის მომსახურება
  • ინციდენტის შემთხვევაში ავტომობილით უზრუნველყოფა
  • 17 თეთრი ფასდაკლება 1 ლიტრ საწვავზე
  • ფასდაკლების ვიპ პაკეტი
  • სხვა ექსკლუზიური მომსახურებები

Travel

  • ქოლ-ცენტრის მომსახურება
  • იურისტის მომსახურება
  • კონსიერჟის მომსახურება
  • ასისტენტის მომსახურება
  • აკუმულატორის დამუხტვა
  • საბურავის გამოცვლა
  • სხვა ტექ. მომსახურება
  • 150 კმ-მდე უფასო ევაკუაცია (თბილისში ულიმიტო)
  • მძღოლის მომსახურება
  • ინციდენტის შემთხვევაში ავტომობილით უზრუნველყოფა
  • ფასდაკლების ვიპ პაკეტი
  • სხვა ექსკლუზიური მომსახურებები

საქართველოს საავტომობილო კლუბი წევრობის ზოგადი წესები და პირობები ფიზიკური პირებისთვის შპს „ჯორჯიან ავტო კლუბი“ (შემდგომში - საქართველოს საავტომობილო კლუბი, კლუბი ან GAC) კლუბის წევრებს უზრუნველყოფს ავტომობილებთან დაკავშირებული საგანგებო და ავტომფლობელის კომფორტზე ორიენტირებული სერვისებით. საქართველოს საავტომობილო კლუბში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან ფიზიკურ პირს, რომელიც ფლობს ავტომობილს და ავტომობილის მართვის მოწმობას. 1. კლუბის წევრობა 1.1. კლუბში რეგისტრაციისთვის, პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: 1.1.1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი - პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი; 1.1.2. საქართველოში მოქმედი B კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა; 1.1.3. ავტომობილის რეგისტრაციის საბუთი (ნებისმიერი სამგზავრო მანქანა, რომლის ტევადობაც არ აღემატება 7 (შვიდი) ადგილს); 1.1.4. საოჯახო პაკეტის მისაღებად - ოჯახის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ქორწინების ან დაბადების მოწმობა; 1.1.5. ხელმოწერილი განაცხადის ფორმა, რომელიც ივსება GAC-ის კლიენტთა მომსახურების ოფისში ან დისტანციურად, კლუბის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს - www.gac.ge. 1.2. კლიენტი ჩაითვლება კლუბის წევრად მხოლოდ ყველა აუცილებელი დოკუმენტის წარდგენისა და საწევროს გადასახადის გადახდის შემდგომ. საწევროს გადახდა შესაძლებელია ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების გზით, როგორც კლიენტთა მომსახურების ოფისში, ისე დისტანციურად, კლუბის ვებ-გვერდიდან - www.gac.ge. საწევრო გადასახადი გაანგარიშებულია 365 დღის ვადაზე და მისი გადახდა ხდება ერთიანად, ეროვნულ ვალუტაში, ანგარიშსწორების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, თანხის დამრგვალებით მეათედებამდე სიზუსტით. 1.3. საწევრო პაკეტის ვადის გასვლის შემდგომ, GAC-ის მომსახურებები აღარ არის ხელმისაწვდომი კლუბის წევრისთვის. ბარათის ვადის გასვლის შემდგომ, მომხმარებელმა უნდა მიმართოს საქართველოს საავტომობილო კლუბს ახალი საწევრო პაკეტის შესაძენად. 1.4. GAC-ის მიერ წევრობის განაცხადის დადასტურებისა და საწევრო გადასახადის გადახდის შემდგომ, განმცხადებელი ითვლება კლუბის წევრად და მისთვის ავტომატურად ხდება ხელმისაწვდომი მის მიერ შეძენილი საწევრო პაკეტით გათვალისწინებული მომსახურებები. 1.5. კლუბის წევრობის დამადასტურებელი ბარათი კლიენტს გადაეცემა GAC-ის კლიენტთა მომსახურების ოფისში, განაცხადის გაკეთებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა; 1.6. აკრძალულია ბარათის გადაცემა, გაჩუქება ან გაყიდვა სხვა პირზე; 1.7. კლუბის წევრობის დამადასტურებელი ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, შესაძლებელია ახალი ბარათის დამზადება შესაბამისი დამზადების საფასურის გადახდის შემდგომ; 1.8. კლუბის წევრს შეუძლია დაარეგისტრიროს მის მფლობელობაში არსებული დამატებითი ან ოჯახის წევრის კუთვნილი ავტომობილი სტანდარტულ საწევრო გადასახადთან შედარებით 20%-იანი ფასდაკლებით. ოჯახის წევრად მიიჩნევა: მეუღლე, შვილი, დედა, მამა. 1.9. სარეგისტრაციო განაცხადში მითითებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შესახებ, კლუბის წევრი ვალდებულია აცნობოს საქართველოს საავტომობილო კლუბს წერილობით, მათ შორის, ელ. ფოსტაზე - customerservice@gac.ge. 2. კლუბის მომსახურების პირობები 2.1. GAC კლუბის წევრებს სთავაზობს 24-საათიან მომსახურებას; 2.2. GAC-ის მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ კლუბში რეგისტრირებული ავტომობილისთვის; 2.3. მომსახურების მიღება შეუძლია კლუბის წევრს და მის მიერ უფლებამოსილ ნებისმიერ პირს, რომელიც მართავს რეგისტრირებულ ავტომობილს. უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირება კლუბის წევრის მიერ ხდება წინასწარ ან თუკი გამოძახება ხორციელდება პირდაპირ უფლებამოსილი პირის მიერ, ქოლ-ცენტრის ოპერატორი უკავშირდება კლუბის წევრს რეგისტრაციის განაცხადში მითითებულ მობილურ ნომერზე და მისგან დასტურის მიღებისას, კლუბი უწევს მომსახურებას უფლებამოსილ პირს. იმ შემთხვევაში, თუ კლუბის წევრთან დაკავშირება ვერ ხერხდება და მას არ ყავს წინასწარ რეგისტრირებული უფლებამოსილი პირი, მომსახურების გაწევა არ ხდება; 2.4. კლუბის მომსახურებები მოქმედებს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. ამასთან, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი სერვისები განისაზღვრება სომხეთში GAC-ს პარტნიორ კომპანიაში (AAC) ხელმისაწვდომი სერვისების ფარგლებში; 2.5. კლუბი არ უზრუნველყოფს მომსახურებას: 2.5.1. არაკონტროლირებად ტერიტორიებზე; 2.5.2. კლუბის თანამშრომლებისთვის ან სატრანსპორტო საშუალებებისთვის სახიფათო ზონაში; 2.5.3. ისეთ ადგილას, სადაც ევაკუატორი ვერ გადაადგილდება თავისუფლად; 2.5.4. ფორსმაჟორულ სიტუაციებში, როგორიც არის: მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი, ომი, საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, პოლიტიკური არეულობა, გაფიცვა და სხვა, რაც შეუძლებელს ხდის მომსახურებას. GAC-ს მომსახურებების დეტალური ჩამონათვალი მოცემულია კომპანიის ვებ-გვერდზე - www.gac.ge , რომელიც წარმოადგენს ამ დოკუმენტის განუყოფელ ნაწილს. 3. მომსახურების მიღების პროცედურა 3.1. მომსახურების მისაღებად კლუბის წევრმა უნდა დარეკოს GAC-ის ქოლ-ცენტრში, ნომერზე 2900600 და მიაწოდოს ოპერატორს შემდეგი ინფორმაცია: 3.1.1. პირადი ნომერი; 3.1.2. ბარათის ნომერი და კატეგორია; 3.1.3. ავტომობილის სერიული ნომერი; 3.1.4. ავტომობილის საფირმო ნიშანი და მოდელი; 3.1.5. ავტომობილის ზუსტი ადგილმდებარეობა - ქალაქი, ქუჩა, ქუჩის ნომერი, გადაკვეთა; 3.1.6. გამოძახების მიზანი - ტექნიკური დახმარება, ევაკუაცია, მძღოლის სერვისი; 3.1.7. ტექნიკური დახმარების მისაღებად - დაზიანების სავარაუდო მიზეზი; 3.1.8. ევაკუატორის სერვისის მისაღებად - დაზიანების სავარაუდო მიზეზი და ავტომობილის ევაკუატორით გადაყვანის დანიშნულების მისამართი; 3.1.9. მძღოლის სერვისის შემთხვევაში - მიზნობრიობა და მძღოლის გადაადგილების მარშრუტი ან დანიშნულების ადგილის მისამართი, ასევე, თუ რომელი ლიმიტიდან უნდა მოხდეს გამოძახების გახარჯვა - ტექნიკური დახმარების თუ ევაკუაციის. 3.2. პირველადი ზარის რეგისტრაციის შემდეგ ავტომობილის მდგომარეობაში ან მოთხოვნილ მომსახურებაში ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, კლუბის წევრმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ კლუბს ქოლ-ცენტრში დარეკვის გზით, წინააღმდეგ შეთხვევაში კლუბი არ იღებს პასუხისმგებლობას მომსახურების სრულყოფილად მიწოდებაზე; 3.3. გამოძახების გასაუქმებლად, კლუბის წევრმა უნდა დარეკოს ქოლ-ცენტრში და მიაწოდოს ინფორმაცია გაუქმების შესახებ ქოლ-ცენტრის ოპერატორს. იმ შემთხვევაში, თუკი კლუბის სპეციალისტი არ იქნება წამოსული გამოძახების მისამართზე, ბარათის ლიმიტიდან გამოძახების გახარჯვა არ მოხდება; სხვა შემთხვევაში, გამოძახება გაიხარჯება ბარათზე არსებული შესაბამისი ლიმიტიდან; 3.4. მძღოლის სერვისის მიღების შემთხვევაში, კლუბის მძღოლის მოცდის დრო განისაზღვრება გამოძახების ადგილზე მისვლიდან მაქსიმუმ 15 წუთით; დადგენილი მოცდის დროის გადაჭარბების შემთხვევაში, კლუბის მძღოლი უფლებამოსილია დატოვოს ადგილი, ხოლო კლიენტის ლიმიტს გამოაკლდება ერთი გამოძახება; 3.5. გამოძახების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 წუთისა, ქოლ-ცენტრის ოპერატორი დაუკავშირდება კლუბის წევრს რეგისტრირებულ მობილურის ნომერზე და გადასცემს დეტალურ ინფორმაციას სერვისის ავტომობილის, გამოძახებაზე მიმაგრებული სპეციალისტისა და მისი მისვლის სავარაუდო დროის შესახებ; 3.6. GAC-ის სპეციალისტის გამოძახების ადგილზე მისვლის შემდეგ, კლუბის წევრი ვალდებულია წარუდგინოს მას კლუბის წევრობის დამადასტურებელი ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3.7. მომსახურების გაწევის შემდეგ, სპეციალისტი შეადგენს მიღება-ჩაბარებისა და შეფასების აქტს, რომელზე ხელის მოწერითაც კლუბის წევრი დაადასტურებს მომსახურების მიღებას. 4. ფასიანი მომსახურება 4.1. ავტომობილის დაზიანების აღმოფხვრასთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალა და სათადარიგო ნაწილი, რომელიც არ შედის უფასო მომსახურებების ჩამონათვალში, არის ფასიანი და კლუბის წევრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადაიხადოს მათი ღირებულება ადგილზე, მომსახურების გაწევისას. აღნიშნული აისახება მიღება-ჩაბარების აქტში. 4.2. ნებისმიერი დამატებითი შრომა, მასალა და მოწყობილობა, რაც შესაძლოა აუცილებელი გახდეს ევაკუაციის მომსახურების გაწევისთვის, არის ფასიანი და კლუბის წევრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადაიხადოს მათი ღირებულება ადგილზე, აღნიშნული აისახება მიღება-ჩაბარების აქტში. 4.3. კლუბის წევრის მფლობელობაში არსებული საწევრო პაკეტით განსაზღვრული ევაკუაციის მანძილის ამოწურვის შემთხვევაში, მომსახურება განხორციელდება კლუბის წევრთან წინასწარ შეთანხმებული ტარიფით. მომსახურების ღირებულების გადახდა ხდება მომსახურების მიღებისთანავე. 5. GAC-ის პასუხისმგებლობები 5.1. GAC პასუხისმგებელია ყველა იმ ფიზიკურ (ვიზუალურ) დაზიანებაზე, რომელიც მიადგა კლუბის წევრის ავტომობილს კლუბის ბრალეულობით მის მიერ მომსახურების გაწევის პროცესში; 5.2. კლუბი იტოვებს წინამდებარე დოკუმენტში გაწერილი პირობების შეცვლის უფლებას. ცვლილების შემთხვევაში, კლუბი ვალდებულია აცნობოს კლუბის წევრს ახალი წესები / პირობები 7 (შვიდი) სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, სატელეფონო შეტყობინების (განაცხადში რეგისტრირებულ მობილურ ნომერზე), სატელეფონო ზარის (განაცხადში რეგისტრირებულ მობილურ ნომერზე) ან კომპანიის ვებ-გვერდზე ცვლილების ასახვის გზით. 6. კლუბის წევრობის გაუქმება 6.1. კლუბის წევრი უფლებამოსილია უარი თქვას კლუბის წევრობაზე წერილობითი ფორმით გაკეთებული შეტყობინების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, წევრობა გაუქმდება GAC-ის მიერ შეტყობინების მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში; 6.2. საწევროს გაუქმების შემთხვევაში, კლუბს არ გააჩნია რაიმე ფინანსური ან სხვა სახის ვალდებულება კლუბის წევრის მიმართ; 6.3. GAC იტოვებს უფლებას ცალმხრივად გაუუქმოს კლუბის წევრობა ნებისმიერ წევრს საწევროს გადაუხდელობის, კლუბის წესების, პირობებისა და/ან პროცედურების დარღვევის შემთხვევაში 7. დავის გადაწყვეტა 7.1. ნებისმიერი დავა GAC-სა და კლუბის წევრს შორის, რეგულირდება მოლაპარაკებების გზით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში, წყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.1

გადახდის ღილაკის დაჭერით თქვენ ეთანხმებით წევრობის წესებსა და პირობებს